კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს

კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს

„ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.

„მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავით გარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს. ეს თემა ეროვნული მნიშვნელობისაა, საზოგადოება, თავად ეკლესია, მთავრობა და პარლამენტი მხარს სახელმწიფო ინტერესებს უჭერენ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.