გია ხუხაშვილი:  კახა კალაძე “ოცნებიდან“ მაშინ წავა, როცა დაინახავს, რომ პარტიაში პერსპექტივა კვდება

გია ხუხაშვილი:  კახა კალაძე “ოცნებიდან“ მაშინ წავა, როცა დაინახავს, რომ პარტიაში პერსპექტივა კვდება

კახა კალაძე “ოცნებიდან“ წავა, როცა დაინახავს, რომ პარტიაში პერსპექტივა კვდება, - განუცხადა “2020NEWS“-ს გია ხუხაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ქართული ოცნება“ დატოვოს?.

„ამ ეტაპზე კალაძის მიერ “ოცნების“ დატოვება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს. კალაძე, დანარჩენებთან შედარებით, კარგად გამოიყურება. მას აქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ პოლიტიკურად საინტერესო იყოს. კალაძე ამ ეტაპზე საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს მმართველ პარტიაში და რატომ უნდა შეიქმნას პრობელმა?! ის “ოცნებიდან“ წასლის ნაბიჯს გადადგამს მაშინ, როცა დაინახავს, რომ მმართველ პარტიაში პერსპექტივა კვდება. ჯერჯერობით, მისგან ასეთ ნაბიჯს არ ველოდები, თუმცა სამომავლოდ ყველაფერია მოსალოდნელი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

tngh კახა კალაძეს, რომ ბევრი დადებითი თვისებები აქვს, საზოგადოებისდიდმა ნაწილმა იცის და ამჩნევს კიდეც. საინტერესოა, რა ისეთი თვისებები აქვს ღრმად პატივცემულ ბ-ნ "ხუხას", რომ 30 წელია მოძღვრავს მთელს საქართველოშ თავისი "სიბრძნით"???
5 წლის უკან