რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Official Chart Company”, ბოლო 60 წლის განმავლობაში „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ქალი მუსიკოსის ვინაობა დაადგინა.
კაცთა შორის ანალოგიური გამოკითხვა ცოტა ადრე გაიმართა და დიდი უპირატესობით ამერიკელმა ელვის პრესლიმ იმარჯვა, რომელმაც ინგლისელ კლიფ რიჩარდს მხოლოდ რამდენიმე ხმით გაუსწრო.
ქალთა შორის ბრიტანელმა მელომანებმა მადონა გამოარჩიეს, მეორე საფეხურზე რიანა აღმოჩნდა, მესამეზე კი კაილი მინოუგი.
საინტერესოა, რომ ბრიტანელებმა თანამემამულე მომღერლები აშკარად დაჩაგრეს და პირველ ათეულში არც ერთი მათგანი არ შეიყვანეს.
პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: მადონა, რიანა, კაილი მინოუგი, უიტნი ჰიუსტონი, ლედი გაგა, ბრიტნი სპირსი, ბეიონსე, სელინ დიონი, მირაია ქერი, ოლივია ნიუტონ - ჯონი.