ქეით მოსის 17 წლის ქალიშვილი, ლილა გრეისი Marc Jacobs-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. როგორც ბრენდის ინსტაგრამ გვერდიდან გახდა ცნობილი, მოდელი ამჯერად თვალის მბზინავ ჰაილაინერს უკეთებს რეკლამას.
დამწყები მოდელისა და Marc Jacobs-ის თანამშრომლობა უკვე ერთ წელს ითვლის და საკმაოდ წარმატებულია. მანამდე იგი დედასთან ერთად პოზირებდა და ქეით მოსის 80-იანი წლების იმიჯი მოირგო.
ასევე ლილა გრეისი დედასთან ერთად Vogue-ის გარეკანზეც გამოჩნდა.