"ჩვენს სამეზობლოში სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ვალუტაც აშშ დოლართან მიმართებაში არ გაუფასურებულა"

ფეისბუქ მომხმარებელი ნოდარ კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

აი ეს ინფო ვნახე კონტექსტით ,,რა საზიზღრადაა საქმე და როგორი ცუდები ვართ" ..... საქმე იდეალურისაგან ძალია შორსაა და ეს გასაგებია, მაგრამ პრობლემა ის არაა რასაც გვეუბნებიან რომ პრობლემაა. ჩვენს სამეზობლოში სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ვალუტაც აშშ დოლართან მიმართებაში არ გაუფასურებულა და ამას აქვს თავისი მიზეზები:

ა. სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი სტაბილიზატორი უცხოეთიდან მიღებული გზავნილებია, რომლებიც საქართველოში შემცირდა, ხოლო სომხეთში ზრდადია. სომხეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით;

ბ. სომხეთის ეროვნული ბანკის მონაცემები გზავნილების მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ ფარავს, ვინაიდან რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლისა და მჭიდრო კავშირის გამო ე. წ. ჯიბით გზავნილების ხვედრითი წონა არსებითია. საქართველოში კი ეროვნული ბანკის მონაცემები გზავნილების თითქმის 100 პროცენტს ფარავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთში უცხოეთიდან გზავნილების მოცულობა ბანკებში დეკლარირებულს საგრძნობლად აღემატება;

გ. რეგიონის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მოთამაშე არის თურქეთი, რომელიც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო თურქული ლირის გაუფასურების ტემპი ჩვენი ლარის გაუფასურების ტემპს არსებითად აღემატება. თურქული ლირის გაუფასურების ზეგავლენა სომხურ დრამზე მინიმალურია.

დ. სომხური დრამის გაუფასურების მასშტაბი ჩვენს სამეზობლოში ყველაზე დაბალია. გაუფასურების მასშტაბით მეორე ადგილზეა ქართული ლარი, ხოლო გაცილებით უფრო მეტად გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი, რუსული რუბლი, თურქული ლირა და უკრაინული გრივნა.

ნოტა ბენე: ღმერთმა დამიფაროს ეროვნული ბანკის ადვოკატობისგან, მაგრამ პრობლემა გაცილებით მაღალი თანრიგისაა და ასეთი მარტივი არგუმენტებით ამის მტკიცება პრობლემის მასშტაბს აუფასურებს.

tngh სომხეთში 1$=480დრამს. მეტი რაღა უნდა გაუფასურდეს... მთლად რ. გოცირიძის კუპონად ხომ არ გადაიქცევა
5 წლის უკან
tngh სომხეთში 1$=480დრამს. მეტი რაღა უნდა გაუფასურდეს... მთლად რ. გოცირიძის კუპონად ხომ არ გადაიქცევა
5 წლის უკან