არჩილ თალაკვაძე: გამიკვირდა, რომ ანა დოლიძე ვითომ ოპოზიციად მოიხსენიეთ – ის არის საკმაოდ ძლიერი ოპონენტი

არჩილ თალაკვაძე: გამიკვირდა, რომ ანა დოლიძე ვითომ ოპოზიციად მოიხსენიეთ – ის არის საკმაოდ ძლიერი ოპონენტი

ანა დოლიძე არის საკმაოდ ძლიერი ოპონენტი ხელისუფლებისთვის, რ მგონია, რომ ის იყოს ხელოვნური ოპოზიცია. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, 2020 წლისთვის „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, მცირე სატელიტ პარტიებთან ითანამშრომლოს და განიხილება ასევე ანა დოლიძესთან თანამშრომლობაც.

„გამიკვირდა, რომ ანა დოლიძე ვითომ ოპოზიციად მოიხსენიეთ. არ მგონია, რომ ის იყოს ხელოვნური ოპოზიცია. ის არის საკმაოდ ძლიერი ოპონენტი და ეს გამოჩნდა იუსტიციის საბჭოში მისი მუშაობის შედეგად.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, „ქართული ოცნების“ ამოცანა იქნება მივიღოთ საკმარისი მანდატები და უმრავლესობა 2020 წლის პარლამენტშიც. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ პოლიტიკურ პარტიებს მიგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვა, თუ როგორ შეიძლება კოალიცია ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.