მამუკა არეშიძე:  სალომე ზურაბიშვილი თუ ასეთ შეცდომებს დაუშვებდა, არ მეგონა 

მამუკა არეშიძე:  სალომე ზურაბიშვილი თუ ასეთ შეცდომებს დაუშვებდა, არ მეგონა 

“ჩემთვის მთავარი ის კატასტროფული შედეგია, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით მივიღეთ“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან ექსპერტმა კავკასიის საკითხვებში მამუკა არეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეწყალებაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ასეთი მძიმე შეცდომების დაშვება მისთვის მოულოდნელი იყო.

“გული მწყდება, არ მეგონა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა და ზურაბიშილის მიერ ასეთი სახის შეცომები იქნებოდა დაშვებული. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სპეციალურად გაუკეთეს. ამ საქმეში მხოლოდ მისი დისკრედიტაცია ხომ არ მომხდარა, მოხდა მმართველი პარტიის დიკრედიტაციაც“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს.