“ქართული ოცნება“ კოალიციაზე ფიქრს იწყებს

“ქართული ოცნება“ კოალიციაზე ფიქრს იწყებს

იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას ვერ შექმნის, სხვა პარტიებთან კოალიციაზე დაიწყებს ფიქრს. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხად. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელ პარტიებთან ან პარტიასთან ითანამშრომლებს.

„კოალიციის შექმნა დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან. წინასწარ ამაზე ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელია. ეს კავშირშია იმასთან, თუ როგორ გადანაწილდება ხმები, რამდენად შეძლებს პარტია თვითონ აიღოს უმრავლესობა. ამას თუ ვერ შეძლებს, შემდეგ უკვე შეიძლება ვისაუბროთ კოალიციებზე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.