პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
„ყველანაირად მაქვს განცდა, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს. პროკურატურამ რატომ მიიჩნია სამართლებრივად, რომ მას არ ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი, ამის თქმა გამიჭირდება. მე ვფიქრობ, რომ მას ასეთი სტატუსი უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა