"ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, საშინლად განვიცადე"

„დღეს სალანძღავ კომენტარებზე ბევრს ვიცინით, მაგრამ თავის დროზე გული მტკიოდა", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აკეთებს.

"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა. საპროტესტოდ არ გავსულვარ და დროშა არ ამიღია ხელში, ხომ? ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, რომ ეს ყველაფერი საშინლად განვიცადე. არ დავმალავ: თუ ვინმეს უნდოდა, ჩემთვის ყველაფრის სურვილი ჩაეკლა, მათ ეს მოახერხეს, თუმცა ისევ ჩემი შვილების წყალობით, ეს სტრესი დავძლიე. დღეს სალანძღავ კომენტარებზე ბევრს ვიცინით, მაგრამ თავის დროზე გული მტკიოდა", - ამბობს ჭოხონელიძე „გზასთან".

 

amo არა მგონია სასაცილოდ გქონდეთ საქმე. ის რომ თავის დროზე რუსთავი 2-ზე მიგიყვანეს ეს სულაც არაა გამამართლებელი თქვენი მთავარში გადასვლისა. ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, რომ მაგენი მარგინალი ძალაა! სძულს ხალხს, თქვენ კი ეხუტებით. რა არის აქ გაუგებარი?
5 წლის უკან