გია გაბრიჭიძე:

გია გაბრიჭიძე: "საზოგადოებას ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე სცენარებით დადგმული ფარსი.. სცენაზე მაყურებლისგან პომიდორნასროლ მსახიობებად რჩებიან"

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა ფილოსოფიურ-ლიტერატურული ვნებათა ღელვის გარეშე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებებმა სრულად ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და ქართული პოლიტიკური სივრცის ოდესღაც ეს საკმაოდ სოლიდური ნაწილი გადაიქცა პერფომანსით დაკავებულ შოუ-ჯგუფად, რომლებიც პრობლემების გადაჭრის რეალური გზების შეთავაზების ნაცვლად, დგამენ სხვადასხვა სახის კლოუნადებს, რაც ერთის მხრივ სასაცილოა, ხოლო მეორეს მხრივ გამაღიზიანებელი რადგანაც საზოგადოებას უკვე ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე სცენარებით დადგმული ფარსი, რომლებიც საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ ავტორები და შემსრულებლები სცენაზე მაყურებლისგან პომიდორნასროლ მსახიობებად რჩებიან.

დღეს საქართველოში უამრავი საჭირბოროტო თემაა, რომლებიც ნორმალურმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა გამოიყენოს (კარგი გაგებით რა თქმა უნდა) ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლისთვის და ამომრჩეველს აჩვენოს ის პერსპექტივები, რაც მათი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება. აჩვენოს მათი დამოკიდებულება ქვეყნის მომავლისადმი და შრომა. მუხლჩაუხრელი შრომა.

ნაცები, ევრონაცები და მათთან აფელირებული ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიცია“ დაწყებული იქედან, რომ შრომასთან საკმაოდ მწყრალად არიან, არსებულ პრობლემებს უყურებენ არა როგორც გადაჭრისთვის არსებულ საკითხებს, არამედ როგორც ჩასაფრებული ღრძო არსება მეზობლის ღობეში გაჩენილ ხვრელს, რათა დრო იხელთოს და ღორების კოლტი შერეკოს.

რადგანაც შრომასთან ერთად ეს ტიპები ფიქრთანაც საკმაოდ მწყრალად არიან, რეალური კამათის ნაცვლად კლოუნადურ პერფომანსებს დგამენ და თავიანთი კავშირების მეშვეობით ამ მარაზმატიკულ სისულელეებს დასავლურ მედიაში წარმოაჩენენ როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლის ერთადერთ და ჭეშმარიტ გზას.

არადა ქართული საზოგადოება კარგად ხედავს რომ მიHას იდიოტური განცხადებები, მაკო გომურისა და მაჩალიკაშვილის პარლამენტში შეყვანის საკითხზე წამოწყებული ისტერიკა, ბოკერიას ხელდასმული „სირცხვილია“ და ე.წ. არასამთავრობოების მარაზმატიკული განცხადებები, მათი „პოლიტიკური ელიტია“ უტვინო, უაზრო ბოღმით სავსე ქმედებები, 180 გრადუსით შემობრუნდა რეალური პოლიტიკისგან, დაემგვანა ისტერიკაში ჩავარდნილ მეძავს და ნებისმიერ საფეხურზე კრახით მთავრდება

დანარჩენს სტატიაში შემოგთავაზებთ