სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში – ნიკა მელიას ხედვა

სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში – ნიკა მელიას ხედვა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და პოლიტიკაში ჩართვის მისეული ხედვა და მოსაზრება აქვს. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში, ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას ისაუბრა.

მელიას გეგმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს მანამ, სანამ მათი პარტია არ მოიგებს არჩევნებს, ამის შემდეგ მას შეეძლება ქვეყანაში ჩამოსვლა, თუმცა არ უნდა დაიკავოს არცერთი პოლიტიკური თანამდებობა და მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაიწყოს ხელახალი პოლიტიკური აქტივობები.