"ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პირველ კომენტარს აკეთებს.
"მირჩევნია მკვლელობაში ვიყო ეჭვმიტანილი, ვიდრე ქალთან ძალადობაში " - ამბობს ჯიშკარიანი.
"კურიერმა" ილია ჯიშკარიანის პირველი ვიდეოკომენტარი მოიპოვა. ვიდეო ჯიშკარიანის ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაიწერეს. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალს.