გოგა გულორდავა: პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული ხაზარაძე ცდილობს გაექცეს არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, არამედ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებსაც

გოგა გულორდავა: პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული ხაზარაძე ცდილობს გაექცეს არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, არამედ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებსაც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა წინასასამართლო სხდომაზე ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნავს: 

,,მრჩება შთაბეჭდილება,  რომ მამუკა ხაზარაძე მის მიმართ არსებულ სამართლებრივ შეკითხვებს და პასუხისმგებლობებს თავს არიდებს პოლიტიკით. ის მაქსიმალურად ცდილობს ეს საქმე პოლიტიკურ დევნას დაუკავშიროს და ამით იმუნიტეტი მოიპოვოს. მეტიც, პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული, ხაზარაძე ცდილობს გაექცეს არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, არამედ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებსაც".

გულორდავას განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მორგებით, ვერავინ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ყველა კითხვას სასამართლოში უნდა გაეცეს პასუხი და ეს ასეც მოხდება. ,,იმაშიც დამწმუნებული ვარ, რომ თუ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქვთ მყარი არგუმენტები, მათ ექნებათ თავის დაცვის და საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება. ხოლო მათ მანიპულაციურ ქმედებებს საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს  მომავალ არჩევნებზე", აცხადებს პარლამენტის წევრი.