რატი იონათამიშვილი: ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მამუკა მდინარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს:

 ,,არ მიკვირს, რატომ დააბნია, ჩვენი ოპონენტები მამუკა მდინარაძის დღევანდელმა განცხადებამ. ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში, რადგან იგივე უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის კანდიდატურასაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის დროს, უმრავლესობასთან ერთად, მაშინდელმა უმცირესობამაც დაუჭირა მხარი.. ჩვენ, ცხადია, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ეჭვი არ შეგვიტანია, რომელიმე პირის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში, ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ, ორმაგი სტანდარტის მაგალითი მოგვცა."

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა ასევე 2003 წლამდე დაამთავრა ინსტიტუტი, რომლის კურსდამთავრებულიც არის შალვა თადუმაძემ.

სოციალისტი რატი, შენ მაგაზე არ შეწუხდე - ისინი ვისაც გულისხმობ უხერხულობაში ვერ ჩავარდებიან, რადგან ეს გრძნობა დიდი ხანია ატროფირებუი აქვთ!
4 წლის უკან