თადუმაძის დაცვის ქვეშ მყოფი კობალაძე ერთადერთი იყო, რომელიც დარბაზიდან გაათავისუფლეს. თადუმაძის დიპლომი მაშინაც ყალბი იყო? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ხათუნა ლაგაზოძე.
შეკითხვა მაქვს დიპლომთან დაკავშირებით: თადუმაძე "მუხროვანის ამბოხის" საქმის ადვოკატი იყო და თუ სწრად მახსოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კობალაძე ერთადერთი იყო, რომელიც დარბაზიდან გაათავისუფლეს. თადუმაძის დიპლომი მაშინაც ყალბი იყო? მაშინ რატომ არ დაიჭირეს ყალბისმქნელი თადუმაძე?! თუ მაშინ ყალბი არ იყო, 10 წლის შემდეგ როგორ არის ყალბი?! მთავარი მაინც ის არის, თუ უდიპლომო და არაკვალიფიციური თადუმაძე "ნაციონალების" დროს სასამართლო პროცესებს იგებდა, ხომ წარმოგიდგენიათ, დიპლომიანი და კვალიფიციური რა ქარშხალს დაატრიალებდა? ჰოდა, როგორ გადავჭრათ ეს დილემა?!