„აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას“ - ნიკა მელია აქტიურ ცხოვრებას იწყებს

„აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას“ - ნიკა მელია აქტიურ ცხოვრებას იწყებს

„აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას. ხვალიდან დავუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას და ჩვეულებრივად ვივლი ყველგან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძროაბის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესის დაწყბამდე განაცხადა.

როგორც მელია ამბობს, იგი დღემდე ანგარიშს უწევდა სასამრთლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა ასე აღარ მოხდება.

„ხვალიდან აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას და პარლამენტარის საქმიანობას გავაგრძელებ. იმიტომ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძვნებული. დღემდე ბევრ რამეს ვუწევდი ანგარიშს, ამ უკანონობასაც თვალი გავუსწორე და არ მივეცი სხვებს საშუალება, ჩემზე ეთქვათ, რომ კანონს არ ვემორჩილები. მაგრამ ხვალინდელი დღიდან ვიწყებ აქტიურ ცხოვრებას. ვივლი სხდომებზე, შევხვდები ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს რომ ფინალს უახლოვდება . პროკურატურა რას გააკეთებს, ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია. აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.