თბილისის ზღვაში უკანონოდ დაერთებული საკანალიზაციო მილების დროულად გამოვლენა დაავალა თბილისის მერმა ვიცე მერსა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს.
"მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად," - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მერია მოკვლევას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რის შემდეგაც დანაშაულში მხილებული ადამიანები სამართლებრივად აგებენ პასუხს.