შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. შალვა თადუმაძემ ოთარ კახიძის რეპლიკას უპასუხა, რომ მას საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია.

„ის, რომ შეურაცხყოფები მივიღე გასაგებია, თქვენ ნახეთ, რომ ერთ - ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა, მეთქვა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში, შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი, ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო, არ გადიოდა. ეს იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ პროცესში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს და რა ნიშანი ჰყავდა ამ საგანში. ბოლოს კი დასძინა, რომ მას ეს საგანი საერთოდ არ უსწავლია.

სოციალისტი ამას რა ლაპარაკი უნდა რომ ეს ბურუნდუკი კახიძე თაღლითი, მატყუარა და ყველაფერ უნამუსობაზე წამსვლელია?! ახლა აგერ ტვ პირგვეკის" ეთერში ზის სამი ეშმაკის მოციქული კორესპოდენტი ნინო ჟიჟილაშვილი, რესპოდენტები ანა დოლიძე და ანა ნაცვლიშვილი, წერაქვით ანუ ენით ანგრევენ სასამართლო სისტემას, საქრთველოს სახელმწიფოს საფუძვლებს ანადგურებენ! ეხ ლავრენტი, ლავრენტი როგორ მომანატრა თქვენი თავი ამ ტარტაროზებმა!
4 წლის უკან