ნათელაშვილი:  თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო

ნათელაშვილი:  თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო

თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ, - ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებებს.

“სასწაულებს ვისმენ, ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე ის უკვე იქ სწავლობს“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, შალვა თადუმაძეს პარლამენტში უსმენენ, რომლის პასუხებმა დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უნივერსიტეტში ჩააბარა 1993 წელს, რომელიც რეალურად 1994 წელს გაიხსნა.