Victoria’s Secret-მა თავის ისტორიაში პირველად დიდი ზომის მოდელს კონტრაქტი გაუფორმა

Victoria’s Secret-მა თავის ისტორიაში პირველად დიდი ზომის მოდელს კონტრაქტი გაუფორმა

საცვლების ცნობილმა ამერიკულმა კომპანია Victoria’s Secret-მა თავის ისტორიაში პირველად დიდი ზომის მოდელთან ითანამშრომლა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

კომპანია აქამდე მუდმივად გამხდარ მოდელებთან მუშაობდა, ალი ტეიტ კატლერთან კი კონტრაქტი Bluebella-სთან ახალი კოლაბორაციის ფარგლებში გააფორმა.

ტეიტმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მას შავი ბოდე აცვია. „როგორც ჩანს მე Victoria’s Secret-ის პირველი მოდელი გავხდი, რომელსას XL-ის ზომის ტანსაცმელი აცვია. ეს უზარმაზარი ნაბიჯია სწორი მიმართულებით“, - წერს მოდელი.