107 წლის ამერიკელმა ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო დაასახელა

107 წლის ამერიკელმა ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო დაასახელა

ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო „კოკა-კოლაშია“, რომელსაც ის ყოველ დღე სვამს. ამის შესახებ Fox13-ი წერს.

4 ოქტომბერს ფრენსის ბრასი 107 წლის გახდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ქალი ცხოვრობს, წვეულება მოაწყვეს და ფოტოგრაფი მიიწვიეს.

ბრასი 1912 წელს დაიბადა. მისი თქმით, ის ბევრს მოგზაურობდა. ქალი მოხუცთა თავშესაფარში უკვე 4 წელია ცხოვრობს.