ჯენიფერ ლოპესს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლეს. უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, საქმე მისივე ფოტოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებას ეხება.
როგორც აღმოჩნდა, პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა ცნობილმა მომღერალმა ან მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინსტაგრამზე მისი და საქმროს ალექს როდრიგესის საერთო ფოტო გამოაქვეყნა.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით სურათი სააგენტო Splash News and Picture-მა გადაიღო და ვარსკვლავის გუნდმა 2017 წელს უნებართვოდ გამოიყენა.
კომპანია ზარალის ასანაზღაურებლად 150 000 დოლარს ითხოვს.
მომღერალს ჯერჯერობით ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.