ბრიტანელმა "ევრომილიონის" ჯეკპოტში სრული საპრიზო თანხა 170 მილიონ 221 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიგო და ამ თანხით ბრიტანეთში გათამაშებულ ჯეკპოტებს შორის ყველაზე მდიდარი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უცნობია გამარჯვებული პირის ვინაობა, თუმცა ცნობილია ის იღბლიანი რიცხვები, რომლითაც მან ჯეკპოტი მოიგო: 7, 10, 15, 44 და 49, იღბლიანი რიცხვები კი 3 და 12-ია.
იღბლიანმა ბილეთის მფლობელმა 2011 წელს გათამაშებული ჯეკპოტის რეკორდი მოხსნა, მაშინ კოლინ და კრის ვეირებმა 161 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგეს.