ჯენიფერ ენისტონი აცხადებს, რომ სიყვარულისთვის არ სცალია და თავს მარტოც კარგად გრძნობს.
„მე ძალიან დაკავებული ვარ. ვემზადები დილის შოუს შემდეგი სეზონისთვის. ამიტომ, ახალი ურთიერთობებისთვის დრო არ მაქვს და ვერც ვხედავ აუცილებლობას, მამაკაცი ვეძებო“, - ამბობს 50 წლის მსახიობი, რომელიც ყოფილ ქმარს, ჯასტინ ტერუს გასულ წელს დაშორდა.
როგორც მსახიობი ამბობს, მას არ სურს, რომ მეგობრებმა პაემნები დაუგეგმონ, რადგან „ვერ იტანს“, როდესაც ადამიანები მაჭანკლის როლს ასრულებენ.