მექსიკაში ქალაქის მერი ქუჩებში ათრიეს

მექსიკაში ქალაქის მერი ქუჩებში ათრიეს

მექსიკის ქალაქ ლას მარგარიტასის მერს ადგილობრივი მცხოვრებლები სასტიკად მოექცნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხორხე ლუისი მათ ადმინისტრაციის შენობიდან მოიტაცეს, სატვირთო მანქანაზე გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს. მიზეზი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებებია.

ამომრჩევლებს ლუისი გზების მოწესრიგებას ჰპირდებოდა. საბოლოოდ მერის გადარჩენა პოლიციელებმა შეძლეს. ოპერაციისას 10 ადამიანი დაშავდა, 11 კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მძიმედ დაშავებული მერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.