რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენპროკურორი სტუდენტობის დროს

რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენპროკურორი სტუდენტობის დროს

თქვენი დიპლომი ისე გაასაიდუმლოეს, თითქოს ბირთვული იარაღის ფორმულა იყოს - მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენპროკურორ შალვა თადუმაძეს.

„ეს ბირთვული ფორმულა, ვინც მოითხოვა, იქ წარვადგინე“, - უპასუხა თადუმაძემ ბოკერიას.

ამის შემდეგ დეპუტატმა მას სამი კურსელის, ან ლექტორების დასახელება სთხოვა, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ აქვს და შესაბამისად მათ ვინაობებს ვერ დაასახელებს.

პოლემიკაში რეპლიკით ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე: „რომელ სახინკლეში დადიოდით ის მაინც გვითხარით“.

„იმ დროს სახინკლეები ასე არ იყო“, - განაცხადა თადუმაძემ.