მალხაზ მაჩალიკაშვილს უფლება არ მისცეს დარბაზის იმ ნაწილში შესულიყო, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ.
მაჩალიკაშვილმა უარი თქვა სტუმრებისთვის გამოყოფილ ადგილზე, რადგან მისი თქმით, მთავარი იყო მოსამართელობის კანდიდატისთვის თვალებში ჩაეხედა. ამის გამო მან პარლამენტის შენობა პროტესტის ნიშნად 15 წუთში დატოვა.
„მე მინდა პირდაპირ თვალებში ჩავხედო თადუმაძეს. მე გარკვეულ დისტანციის სიშორეზე ამ ადამიანს არ დავუჯდები და დავტოვებ შენობას“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, კი მალხაზ მაჩალიკაშვილი დარბაზში იმიტომ არ უშვებდნენ, რომ შალვა თადუმაძეს რცხვენია და ეშინია მისთვის თვალებში ჩახედვის.