ჰიჯაბში გახვეულ ქართველ ქალს პოლიცია ეძებს - თურქეთში გათამაშებული

ჰიჯაბში გახვეულ ქართველ ქალს პოლიცია ეძებს - თურქეთში გათამაშებული "აფიორა"

ქართველი ემიგრანტების თანხის 8000 დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ქართველმა ემიგრანტმა ნ.ბ-მ ამბობს, რომ ბრალდებული 1964 წელს დაბადებული ქართველი ემიგრანტი, ვარდო ბოლქვაძეა, რომელსაც ნანა ფარტენაძედ იცნობენ: 

„10 წელია, რაც ემიგრანტი ვარ და სტამბულში ვმუშაობ. ისევ ქართველები გვატერორებენ. აქ ბევრი იცნობს ამ ქალს, ბათუმელია.

დაქირავებული ჰქონდა 3-ოთახიანი ბინა. აქირავებდა ოთახებს და თან თვითონაც ცხოვრობდა. მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, კვირაში ერთხელ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით. სახლშიც ვარ მასთან ნამყოფი და მის მეგობრებსაც ვიცნობ.

ერთხელ, ბოდრუმში მივდიოდი დასასვენებლად. მან თანხით დახმარება მთხოვა. მოვიდა ჩემთან და 1500 დოლარი გამომართვა. მოგვიანებით დამირეკეს მისმა მეგობრებმა და მითხრეს „იქნებ კარგი ადვოკატი იცოდე, რადგან ნანა პოლიციამ გააჩერა და დეპორტს უპირებენო“.

მე კარგ ადვოკატს ვიცნობდი, ავუხსენი სიტუაცია, მან მირჩია დავლოდებოდით დაკავებულის დარეკვას და ამის შემდეგ გვემოქმედა. რა თქმა უნდა ნანას არ დაურეკავს, მაგრამ გავიგეთ, რომ ბინის ორი თვის ქირა ქონია გადასახდელი. აღმოჩნდა, რომ გოგოებისგანაც უსესხებია ფული, ერთისგან 2000 დოლარი, ხოლო მეორისგან 800 დოლარი და მიიმალა.

ჩემი ტელეფონით პირადობის სურათი ჰქონდა გადაგზავნილი ქალთან, რომლისგანაც ბინას ქირაობდა. მოვთხოვე მას ეს პირადობა უკან გადმოეგზავნა. თავიდან უარი მითხრა, ავუხსენი რომ თაღლითობის მსხვერპლი ვიყავი, მივიდოდი პოლიციაში და მასაც დაიბარებდნენ გამოკითხვაზე. ამის შემდეგ მომცა ნანას პირადობა. აგრეთვე, ნაქირავებ სახლში ვიპოვეთ ძველი ტელეფონის ნომრების ბლოკნოტი. დავადგინეთ მისი მეგობრის სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი. დავუკავშირდი და ვთხოვე შევეხვედრებინე ამ ქალთან.

მან მითხრა, „მე გაჭირვებული ადამიანი ვარ მომეცი თანხა და მოგიყვანო“. ვინაიდან ის ქალი თაღლითია მეგობარიც ისეთი იქნება-თქო და თანხა არ მიმიცია. იმ დღესვე პოლიციაში განვაცხადე. თუმცა ნანამ, როცა გაიგო, რომ მე მისი პირადობა მქონდა ჩადრი გაიკეთა, რომ პოლიციამ არ იპოვოს.

ბევრი ჰყავს მოტყუებული. ასევე, 2000 დოლარი აქვს გამორთმეული ერთ-ერთი ემიგრანტისთვის, რომელიც რთული პირობებით მუშაობს ბებიასთან. ასევე ამ ემიგრანტს ნანამ ჭურჭელიც მოპარა.

ერთადერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან, თუ ვინმე ბათუმელი იქნება და იცნობს ამ ქალს, დაგიკავშირდნენ“.