სალომე ზურაბიშვილის სკანდალური გადაწყევეტილებები სკანდალური ახირებით გრძელდება. პრეზიდენტმა რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა. ამიტომ სპეციალური ჯგუფი თბილისში იმ ოჯახებს ეძებს, სადაც გასული საუკუნის ეს ძვირადღირებული ნივთები შეიძლება მოიძიონ. ზურაბიშვილის ეს კაპრიზი 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდება. ფული საიდუმლო შესყიდვის გრიფით საიდუმლო ბიუჯეტიდან გამოიყო.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე არ მალავს, რომ მისი უწყების რამდენიმე განყოფილება დიდი ხანია ბაზარზე სალომე ზურაბიშვილისთვის ანტიკვარიატის შეძენით არის დაკავებული. სასახლისთვის უწყება თანამედროვე ავეჯსაც ყიდულობს, სადაც კორუფციული გარიგების ნიშნები იკვეთება.
პრეზიდენტის სასახლის თითქმის ყველა დრბაზი ცარიელია და სწორედ ამ დარბაზისთვის ცდილობს ზურაბიშვილი ანტიკვარული ავეჯის შეძენას. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ძირითადად 1917 წლამდე დამზადებულ ავეჯს ეძებს, რადგან სწორედ ამ დრომდე დამზადებული ითვლება ანტიკვარად.
"ჩვენთან დავალება მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან" - ამბობს "მთავართან" ანზორ ჩუბინიძე.