მამუკა არეშიძე:  „სააკაშვილის მთავარი ამოცანაა ძალაუფლება და რევანში, მას სხვა არაფერი აინტერესებს“

მამუკა არეშიძე: „სააკაშვილის მთავარი ამოცანაა ძალაუფლება და რევანში, მას სხვა არაფერი აინტერესებს“

რა გეგმები და მიზნები აქვს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში? რა თამაშს თამაშობს ამჯერად და რომელ ფიგურებს გამოარჩევს ის პარტიიდან, თავისი სამომავლო პოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად? ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ თემებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე ჩვენს შეკითხვებს პასუხობს:

„საქმე ისაა, რომ სააკაშვილი ერთსა და იმავე თამაშს თამაშობს, მისი მთავარი ამოცანაა მსოფლიო პოლიტიკის ზედაპირზე ტივტივი. ეს რა ფორმით მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ის იყოს ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში. თუ ის არ იაქტიურებს, აღარავის დასჭირდება. რადგან მან ადრე ფატალური შეცდომები დაუშვა, თუნდაც ის, რომ თავის დროზე, საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. „პოლონური დღიურები" მოწმობს იმას, რომ ის მუდმივად გააგრძელებს აქტიურობას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

მისი მთავარი ამოცანაა ძალაუფლება, რევანში, მას სხვა არაფერი აინტერესებს და ეს რა ხერხებით მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის მთავარი. მთავარია, როგორმე შეინარჩუნოს საკუთარი თავი პოლიტიკურ სივრცეში და როგორმე მიაღწიოს იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეძლოს, ოღონდ ტრიუმფალურად", - ამბობს „პრაიმტაიმთან" არეშიძემ.