ვაშინგტონ თაიმსში გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მისასალმებელია, რომ პირველ ნაბიჯებს და განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, უკვე მოჰყვა პოზიტიური შეფასებები დასავლეთში. „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს „რთული გზა ელის წინ, მაგრამ მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება“. დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს. განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება მისი წარმატებული საქმიანობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - აღნიშნავს მეზურნიშვილი.