დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მყარი და სტაბილურია ჰოლივუდურ წყვილებს შორის. თუმცა როგორც 45 წლის ბრიტანელი დიზაინერი აღნიშნავს, მისი დიდი ძალისხმევის მიუხედავად ოჯახში, ხშირად წამყვანი როლი ყოფილ ფეხბურთელს უჭირავს, რომლის გამო მას სირცხვილის შეგრძნებაც კი რჩება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობითაა ნათქვამი, ვინაიდან დევიდისა და ჰარპერის კიდევ ერთ გულისამაჩუყებელ მომენტს ეხება, რომელიც თავად ვიქტორიამ გაგვიზიარა.
ყოფილმა ფეხბურთელმა ერთადერთ ქალიშვილს საუზმისთვის განსაკუთრებულად დაჭრილი ვაშლი დაახვედრა, რომლითაც H 7- ანუ ჰარპერის სრული სახელწოდება იკითხება.
"მამა დედიკოს არცხვენს, როცა ჰარპერისთვის სასკოლო სასუსნავს ამზადებს," - დაწერა ვიქტორიამ.