შიმპანზეს მიერ დახატული ნახატები აუქციონზე $250 ათასი დოლარად იყიდება

შიმპანზეს მიერ დახატული ნახატები აუქციონზე $250 ათასი დოლარად იყიდება

შიმპანზეს 55 ნახატი ლონდონის გალერეაში დეკემბერში აუქციონზე გაიყიდება. ნახატების ჯამური ღირებულება 247 ათას დოლარამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კოლექციის მფლობელი ეთოლოგი და მხატვარი დესმონდ მორისია. თითო ნახატის ფასი საშუალოდ 1850 დოლარიდან 7400 დოლარამდე იქნება.

შიმპანზე კონგო თავისი არტისტული უნარების წყალობით ცნობილი 1950-იან წლებში გახდა, როდესაც ის მორისონთან ერთად (რომელიც ახლა 91 წლის არის) ბრიტანულ სატელევიზიო პროგრამაში "ზოოპარკის დრო"-ში გადაიღეს.

სამწლიანი პერიოდის განმავლობაში შიმპანზემ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილში 400-მდე ნახატი დახატა. მისი სიკვდილიდან 50 წლის შემდეგ, მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ისევ მაღალია.

შიმპანზეს მიერ დახატული სამი ნამუშევარი 2005 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე 14 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. შიმპანზე ტუბერკულოზით 1964 წელს მოკვდა.