საფრანგეთში, 1889 წლის 5 ოქტომბერს, ჟოსეფ ოლერმა და თავისმა კომპანიონმა შარლ ზიდერმა პარიზის ცენტრში, ბლანშის მოედანზე, კაბარე გახსნეს, წერს Euronews.
მათ კაბარეს პრეზენტაცია მსოფლიო ექსპოზიციისა და ეიფელის კოშკის გახსნას დაუკავშირეს. „მულენ რუჟში“ იკრიბებოდნენ როგორც საშუალო ფენის წარმომადგენლები, ისე არისტოკრატები და ხელოვანები.
ყველაზე მეტად კი ხალხს ცეკვა კანკანი იზიდავდა. კაბარე Moulin Rouge-ს 130 წელი შეუსრულდა.