გიორგი გახარია:  როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომური დაზარალებულად ცნობილი იქნება

გიორგი გახარია:  როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომური დაზარალებულად ცნობილი იქნება

დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა.

"არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.