ქალთა უფლებადაცველების გაღიზიანება პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას კითხვებმა გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ინციდენტის დროს კაბა ეცვა, თუ შარვალი. გვარამიას კითხვებზე რეაქციის უქონლობის გამო უფლებადამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს ეთერში მყოფი მათი კოლეგა, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაიაც. მან დაწერა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ამ კითხვის დასმაში პრობლემას ვერ ხედავს და გადაცემის ავტორს ამ გზით ქალის გამომწვეობა არ შეუმოწმებია.
თავად ნიკა გვარამია კი კრიტიკას ასე პასუხობს:
„რა გამომწვევობა კაცო? კაბა რატოა შარვალზე გამომწვევი? ის ხომ არ მიკითხავს, მოკლე კაბა იყო, თუ დეკოლტეიანი? პირიქით, შარვალს ვეძებდი და პასუხზე კაბა, სხვა თემაზე გადავედი. ან მე ვგავარ ახლა იმას, რომ გაუპატიურებისას ვიქტიმოლოგიურ ფაქტორს გამოვიკვლევ, მსხვერპლი ვულგარული იყო თუ არა? მართლა უსაზღვროა ადამიანის სისულელე, დიდი ბოდიში“, - დაწერა გვარამიამ.