„შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევ...“ - ქალთა უფლებადამცველებმა ბაია პატარაიას გადაუარეს

„შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევ...“ - ქალთა უფლებადამცველებმა ბაია პატარაიას გადაუარეს

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას ქალთა უფლებების დამცველები დაუპირისპირდნენ. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემას, რომლის სტუმრები იყვნენ თავად ბაია პატარაია და თამთა თოდაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ქალთა უფლებადაცველების გაღიზიანება პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას კითხვებმა გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ინციდენტის დროს კაბა ეცვა, თუ შარვალი, რასაც ეთერში მყოფი ბაია პატარაიას მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში „საფარის“ ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ამ კითხვის დასმაში პრობლემას ვერ ხედავს. ბაია პატარაიას სტატუსს ქალთა უფლებების დამცველები მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ, მათ შორის თათია სამხარაძე, რომელიც წარსულში თავად გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

Tatia Samkharadze: 3 წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი.

ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ, აი, დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შე**ცი ბაია პატარაია!

Elene Kaikhosroshvili: არ ვიცი, რანაირად უნდა გენდო, როცა ვუყურებ, როგორ აპრავებ ძალიან პრივილეგირებული კაცის (ნიკა გვარამია) მიერ ნათქვამ მიზოგენიას! რამდენ სიტუაციაში, რამდენჯერ, რანაირ ადამიანთან აღარ დაგიცავი ბოლო წლების განმავლობაში და ეს უკვე ნამეტანია! რომ გავიღვიძე, დარწმუნელი ვიყავი, რომ უკვე დაწერილი გქონდა რაიმე, სადაც იტყოდი, რომ შეგეშალა, ადამიანი ხარ და შეგეშალა და მანდ დამთავრდებოდა ეს ამბავი. მაგრამ ჯერ იყო და რაღაცა ყვავილების ფოტო დადე, აქაოდა წიხლში მკიდია, რას ფიქრობთ ჩემზეო და მერე ეს დაწერე!! ეს გაუგონარი ტექსტი! თუ მართლა ასეა, მაშინ იმ პოლიციელებმა და გამომძებლებმა რა დაშავეს, თავზე რომ ვახურავთ ამ შეკითხვის დასმის გამო? ხვდები რეებს აზიანებ ბაია.

Nukri Tabidze ვაიმე ბაია მარტივად დგას საკითხი: მაგარი სირობა და ტუტუცობა გააკეთა გვარამიამ და თამთა რომ აი არ ვიცი უძლიერესი ადამიანია მართლა და ამ წნეხის წინაშე არ გატყდა მართლა სამაგალითოა, მარა ეგ არც გვარამიას გულისამრევ ქცევას აპრავებს და არც შენს სიბრმავეს. არსად დაგეკარგოს ეგ გვარამია! და წარმატებები და გაძლება მისცეს თამთას ყველა ფრონტზე! ცალკე ოცნება უნდა იგერიოს, ცალკე ხალხი, ცალკე გვარამია და მისი უმეცარი გამპრავებლები! შენ კიდე შეჯერდი ვის მხარეს ხარ და რა გინდა იმიტომ რომ უკვე მართლა არაფერში ჯდება ეს თავის მოსულელება ვითომ გვარამია ეშმაკის ადვოკატი იყო. მგონი საკმარისი ცოდნა და გამოცდილება უნდა გქონდეს შენ მაინც რომ იცოდე ჟურნალისტი როგორ უნდა იქცეოდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთან!

Masho Samadashvili Przybyszewska ბაია, ამის დაწერას სჯობდა არაფერი დაგეწერა, ვინაიდან გავა დრო და ეს კითხვა შევა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში როგორც კითხვა, რომელიც არასდროს უნდა დავსვათ და ძალიან სამარცხვინო საქმედ ისწავლის ხალხი ამბავს, როგორ მოუწყვეს კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება ქალს 2019 წელს, თავისი ჭკუით ძალიან პროგრესულ მედიაში.