ავსტრალიელმა პოპმომღერალმა Sia-მ განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების გამო მას ქრონიკური ტკივილი აწუხებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ელერს-დანლოსის სინდრომით (EDS) აქვს, რაც ტკივილთან ერთად დაღლილობასაც იწვევს.
„სურს ვუთხრა მათ, ვისაც ფიზიკური და ემოციური ტკივილი აწუხებს - ძალიან მიყვარხართ, არ დანებდეთ. თქვენ მარტო არ ხართ“, - წერს 43 წლის მომღერალი.
ელერს-დანლოსის სინდრომი შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრობითი პათოლოგიაა. მას ახასიათებს არასრულყოფილი დერმაგენეზი, რომელიც ვლინდება სახსართა ჰიპერმობილურობით, ხშირი ამოვარდნილობით, კანის ელასტიკურობის მომატებით.