რუსთავში, ახალგაზდრა მამაკაცის, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 5 პირია დაკავებული, მათ შორის 3 პოლიციელი.
აქედან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამსრომელია, ორი კი ყოფილი სამართალდამცველი.
ambebi.ge-ის წყაროს ცნობით, დაკავებული ყოფილი სამართალდამცველი 1992 წელს დაბადებიული მიხეილ ღუბიაური და 1989 წელს და¬ბა¬დე¬ბუ¬ლი დიტო დუ¬ღაშ¬ვი¬ლია.
მესამე დაკავებული კი, მოქმედი პოლიციელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძეა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე 30-მდე ჭრილობები ჰქონდა, რის შემდეგაც ჩნდება ეჭვი, რომ მამაკაცი მოკლეს და მდინარეში გადაგდეს.