მამუკა არეშიძე:  გერმანიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შემთხვევითი არ არის  

მამუკა არეშიძე:  გერმანიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შემთხვევითი არ არის  

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “2020NEWS“ -თან განმარტავს, თუ რას გულისხმობს “შტაინმაიერის ფორმულა“ და არსებობს თუ არა საქართველოს შემთხვევაში, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემუშავებული ანალოგიური ფორმულა:

“ფორმულა გულისხმობს იმას, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონში და უნდა ჩატარდეს უკრაინის კანონებით არჩევნები. ეს რეგიონები იქნებიან უკრაინის შემადგენლობაში გარკვეული ავტონომიური ფუნქციით. ამ ფორმულაში, რადგან არ ჩანს ყირიმი, პირადად მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსკოვის მხრიდან მოხდა დათმობა ამ სეპარატისტული რეგიონების ხარჯზე, იმის გამო, რომ ყირიმზე ხმა არავის ამოეღო“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, გერმანიის პრეზიდენტს ანალოგიური ფორმულა საქართველოსთვის შემუშავებული არ აქვს.

“გერმანიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი რომ არ არის შემთხვევითი, ეს ნათელია. ის დროში ვერ მოასწრებდა საქართველოსთვის ახალი ფორმულის შექმნას, მაგრამ გარკვეული გზავნილი მაინც ექნება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

გერმანელი მინისტრის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული კომპრომისული ფორმულის თანახმად, „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი, უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.

ამასთან, როგორც ამ ფორმულაში არის აღნიშნული,კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, ვიდრე ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR) არჩევნების შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას არ გამოაქვეყნებს. განსაკუთრებული სტატუსის კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა.

ანდრია "ანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, ვიდრე ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR) არჩევნების შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას არ გამოაქვეყნებს. განსაკუთრებული სტატუსის კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა." - რა უაზრობა გიწერიათ, ხვდებით?
5 წლის უკან