ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, თამთა თოდაძის მიმართ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სტატუსში სვანიძე, თოდაძეს ადანაშაულებს და ცნობილ ანდაზისკენ მიანიშნებს.
“ისე, ბოდიში ნორმალურ ქალებთან, მაგრამ ჩემო “ნაძალადევო“ დიაცო. მამაკაცს, რომ ცნობილ ილეთს- " წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს აღარ დაგალევინებსო"-ს უტარებ, “სექს- კუნგ- ფუს" მდედრობითი სენსიესავით, რას ფიქრობ? მით უმეტეს მთვრალი თუა კაცი და თუ ხედავ რომ გონება აქვს არეული, რას ჰქვია - "ისე უბრალოდ ჩავეხუტე და მერე ზედმეტებში გადავიდაო"? რას ნიშნავს ეს? რა იყო "ციცო ისეთია როგორც ხეჭეჭური"-ს გავლენებში ხარ ბიძიკო???? ჰოდა, იფშლუკუნე ახლა და აღლიცინე მთელი ქვეყანა შენზე... ტეხავს, თან როგორ“, - წერს ბაკურ სვანიძე.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟში ადანაშაულებს.