„ყანჩელი ტაშფანდურის, მწვადისა და ხინკლის სუნის ფონზე გააცილეს, ბოლოს ფეიერვერკიც დააყოლეს..." - ამის შესახებ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ თბილისობა ერთი კვირითაც არ გადადო.
„ყანჩელი ტაშფანდურის, მწვადისა და ხინკლის სუნის ფონზე გააცილეს, ბოლოს ფეიერვერკიც დააყოლეს... დედაქალაქის ხელმძღვანელობამ არ ჩათვალა გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალება იმის საბაბად, რომ თბილისობა ერთი კვირით ან ერთი დღით მაინც გადაეტანათ" - განაცხადა გაბუნიამ
შეგახსენებთ, რომ შაბათს ქართველ კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.