შტაინმაიერის ფორმულა არის საკითხის მოგვარებისა და პრობლების გადაწყვეტის მცირე ნაწილი რუსულ აგრესიასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განუცხადა, რითაც გერმანიის პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია შტაინმაიერმა მსგავსი რამ საქართველოსაც შესთავაზოს, უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დონბასი განსხვავებული „ქეისია“.
„ბატონი შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ჩართული იყო მოლაპარაკებებში მინსკის ფორმტაში. ეს სრულიად განსხვავებული ქეისია. გთხოვთ, ნუ გააკეთებთ რაიმე პარალელებს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულასა და გერმანიის პრეზიდენტ, შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტებს შორის...
შტაინმაერის ფორმულა არის საკითხის მოგვარებისა და პრობლების გადაწყვეტის მცირე ნაწილი რუსულ აგრესიასთან მიმართებაში. ფორმულა აღწერს მხოლოდ სრული სურათის პატარა ნაწილს. ეს არის ძალიან მცირე ნაწილი უფრო დიდი და სრული გადაწყვეტილებების. გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ ამგვარ მოსამზადებელ სამუშაოებს ძალიან ფრთხილი და არასაჯარო სამუშაო სჭირდება. ნორმანდიის სამიტამდე კიდევ ბევრი საკითხი გამოვლინდება“, - განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა.