„უხერხული მდგომარეობა“

„უხერხული მდგომარეობა“

ერთხელ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონი გოგი ქავთარაძე.

რეჟისორის თანაშემწედ ახალი დანიშნული იყო და თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობდა.

უცებ ქავთარაძემ აღმოაჩინა, რომ ერთი ოთახიდან დარბაზში ხმამაღალი სიცილი შემოდიოდა. გამოაღო კარები და ოთახში მყოფებს მკაცრი ხმით გაჩუმება მოსთხოვა.

უკან გამობრუნებული კი მიხვდა, რომ შენიშვნა თავად ვერიკო ანჯაფარიძეს, ვასო გოძიაშვილს, სესილია თაყაიშვილსა და ალექსანდრე ჟორჟოლიანს მისცა.

ძალიან კი შერცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ცნობილი მსახიობების სასახელოდ, მათ ახალბედა რეჟისორს არაფერი აგრძნობინეს, პირზე ხელი აიფარეს და ჩუმად ჩაიცინეს.