რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი ქლოე კარდაშიანი საკუთარ შვილის მამათან და ყოფილ შეყვარებულთან ტრისტან ტომპსონთან შერიგებაზე განუწყვეტლივ ფიქრობს. ინფორმაციას გამოცემები People და Daily Mail ავრცელებენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ქლოეს ტრისტანი ბავშვის მოსანახულებლად ხშირად აკითხავს და ურთიერთობის აღდგენაზეც რეგულარულად ესაუბრება.
KUWTK-ის გულშემატკივრებმა ისიც შენიშნეს, რომ ტომპსონის აქტიურობა ქლოეს ინსტაგრამზე, თვითერზე და სხვა სოციალურ პლატფორმებზე ბოლო პერიოდში შედარებით გახშირებულია. როგორც გახსოვთ, ტრისტან ტომპსონმა ქლოე კარდაშიანს რამდენჯერმე კაილი ჯენერის ყოფილ საუკეთესო მეგობართან უღალატა, მანამდე კი ორსულობის პერიოდში მსგავსი ტიპის ხმები სხვა ქალბატონებზეც გავრცელდა, ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ტრისტანი სამ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა, ერთ-ერთი კლუბის მოცეკვავე ქლოეს ბოდიშს უხდიდა, მომხდარი გაუგებრობის გამო.
მოკლედ რომ ვთქვათ შეიძლება ითქვას, წყვილის ერთად ყოფნის ხანგრძლივობაზე მეტი ალბათ იმ ქალბატონების სია, ვისთანაც სავარაუდოდ ტრისტან ტომპსონმა ქლოე კარდაშიანს უღალატა.