ესპანეთში, საკურორტო კუნძულ მაიორკაზე გაიხსნა სასტუმრო ქალებისთვის, რომლებსაც „ყოველდღიური ცხოვრების სტრესისგან“ გათავისუფლება სურთ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
სასტუმრო The Som Dona Hotel-ში, რომელიც ქალაქ პორტო-კრისტოში მდებარეობს, კაცებს არ უშვებენ. ის მხოლოდ 14 წელს გადაცილებული ქალი დამსვენებლებისთვის არის განკუთვნილი.
39-ნომრიან სასტუმროს რესტორანი, სპა-ცენტრი, ტერასა და საცურაო აუზი აქვს. ერთი ღამის ღირებულება 85 ევროა.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო მხოლოდ ქალებისთვის არის განკუთვნილი, მის პერსონალს შორის კაცებიც არიან. ასე სასტუმროს ხელმძღვანელობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ქვეყანაში მოქმედ კანონს იცავს.