ტელესერიალ „დინასტიის“ მსახიობი დაიან კეროლი გარდაიცვალა

ტელესერიალ „დინასტიის“ მსახიობი დაიან კეროლი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დაიან კეროლი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის 84 წლის იყო. მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მას კიბო ჰქონდა.

1962 წელს კეროლი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელსაც პრესტიჟული ჯილდო „ტონი“ მიანიჭეს, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლისთვის „No Strings“. 1975 წელს კი ფილმისთვის „კლოდინ“ მსახიობი ოსკარზე იყო წარდგენილი.

1980-იან წლებში კეროლი პოპულარულ სერიალ „დინასტიაში“ დომინიკ  დევეროს როლს ასრულებდა.