როგორც იცით, რამდენიმე დღს წინ პრინცი ჰარი სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლისა და ბრიტანული პრესის ურთიერთობაზე ალაპარაკდა.
ჰარიმ განაცხადა, რომ დღევანდელ რეალობაში არსებული სიტუაცია მისი მეუღლისათვის საშიშია, რადგან ხშირად ისეთი ინფორმაცია იწერება, რაც სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არაა.
ჟურნალ Cosmopolitan-ის გავრცელებული ინფორმაციით პრინცი ჰარი Dაილყ Mაილ-ის ჟურნალისტების მიმართ, სამართლებრივ, ლეგალურ ქმედებას გეგმავს.
როგორც კი უცხოურმა გამოცემებმა და ტაბლოიდებმა არსებული ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ჰარიმ ბრიტანულ გამოცემებზე "თავდასხმა განახორციელა", პრინცმა უილიამმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ძას მისთვის არაფერი უთქვამს. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია არც ჰარის და უილიამის მამამ ჩარლიმ იცოდა.