ბიონსეს მამას კაცებისთვის იშვიათად დამახასიათებელი სიმსივნე აღმოაჩნდა

ბიონსეს მამას კაცებისთვის იშვიათად დამახასიათებელი სიმსივნე აღმოაჩნდა

მომღერალ ბიონსეს მამას, მეთიუ ნოულისს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 67 წლის ნოულისმა ამის შესახებ გადაცემა "დილა მშვიდობისა ამერიკა"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ABC-ზე მოგვიანებით გავა. დღეს გადაცემის თიზერი გავრცელდა, - წერს BBC.

ინტერვიუს თიზერის გამოქვეყნება ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიის პირველ დღეს დაემთხვა.

მიუხედავად იმისა, რომ კაცებში არ ვითარდება რძის გამომუშავება, კაცის ძუძუს უჯრედებსა და ქსოვილებში მაინც შეიძლება განვითარდეს კიბო. თუმცა კაცის ძუძუს კიბო ძალიან იშვიათი შემთხვევაა და დაავადების მაჩვენებელი კაცებში 1%-ზე ნაკლებია - 1000 კაციდან ძუძუს კიბო ერთს უდგინდება. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში 2017 წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 319 კაცს დაუსვეს, ეს მაშინ, როცა იგივე დიაგნოზი 46 000-მდე ქალს დაუსვეს.

 ეს დაავადება თავს ძირითადად 60 წელს გადაცილებულ კაცებში იჩენს ხოლმე.